среда, 29 июня 2016 г.
понедельник, 27 июня 2016 г.
воскресенье, 26 июня 2016 г.
გაკვეთილის თემა
|
ვაჟა-ფშაველას პოემა „სტუმარ-მასპინძელი’’ (I-V თავები)
|
საგანი
|
ქართული ლიტერატურა
|
მოსწავლეთა რაოდენობა
|
18 მოსწავლე
|
სწავლების საფეხური კლასი
|
საშუალო მე=11 კლასი
|
მნიშვნელობა და აქტუალობა
|
საზოგადოებისა და პიროვნების ურთიერთობის საკითხი. პრობლემა აქტუალურია ნებისმიერ ეპოქაში. საზოგადოებისა და პიროვნების ურთიერთობა მნიშვნელოვანი რგოლია სახელმწიფოს ძლიერებისათვის
|
მიზნები და შედეგები
|
თხრობითი ტექსტის სიღრმისეულად დამუშავებისა და გააზრების, კრიტიკული აზროვნების, კითხვის დასმის, ვარაუდის გამოთქმისა და არგუმენტირებული მსჯელობის უნარის განვითარება.
ქართ. XI. 1. მოსწავლეს შეუძლია საჯარო მოხსენების წარმოდგენა (ზეპირი გამოსვლა) კონკრეტული აუდიტორიის წინაშე კონკრეტული მიზნით.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
· მკაფიოდ, ცხადად და გასაგებად აყალიბებს განსახილველი საკითხის არსს, პრობლემის განმსაზღვრელ ასპექტებს და საკუთარ მოსაზრებას;
· საკუთარი მოსაზრების გასამყარებლად იყენებს ციტატებს მხატვრული ნაწარმოებებიდან, სამეცნიერო ლიტერატურიდან, ლიტერატურული კრიტიკიდან და სხვადასხვა საინფორმაციო რესურსს (ფაქტებს, ფრაგმენტებს ინტერვიუდან, სტატისტიკურ მონაცემებს, ბიბლიოთეკას, ინტერნეტს, აუდიო და ვიზუალურ მასალას და ა. შ.), რითაც ხელს უწყობს მთავარი იდეის გამოკვეთას;
ქართ. XI. 2. მოსწავლეს შეუძლია საჯარო გამოსვლების მოსმენა და კრიტიკულად შეფასება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
· გამოაქვს დასკვნა როგორც საკუთარი, ისე სხვების მსჯელობიდან და შენიშნავს მსგავსება-განსხვავებას;
· აანალიზებს ზეპირ ტექსტში წარმოდგენილ დასკვნებს ტექსტის ძირითად ნაწილთან შესაბამისობის თვალსაზრისით (მაგ., რამდენად ლოგიკური ჩანს დასკვნები მოხსენების ძირითად ნაწილში მოყვანილი ფაქტების, მაგალითების, ციტატების, მოსაზრებების ფონზე).
ქართ. XI. 4. მოსწავლეს შეუძლია ზეპირი კომუნიკაციის სტრატეგიების გამოყენება საჯარო გამოსვლის მომზადების დროს.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
· ძირითადი იდეისა თუ ინფორმაციის ანალიზისთვის მოიპოვებს საჭირო მასალას სხვადასხვა საშუალების (მაგ., თვალის გადავლების, ხელახალი წაკითხვის, ამონაწერების და შენიშვნების ამოკრების და სხვ.) გამოყენებით;
·ქართ. XI. 8. მოსწავლეს შეუძლია კითხვის ეფექტური სტრატეგიების არჩევა და გამოყენება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
· განსაზღვრავს კითხვის მიზანს და იყენებს შესაბამის სტრატეგიებს: მოინიშნავს საკითხებს, რომელთა დაზუსტებას, უკეთ გაცნობას ისურვებდა მომავალში, განიხილავს ეპოქის შესახებ მისთვის ნაცნობ ინფორმაციას;
· მონიშნავს ნაწარმოებში ეპოქისათვის დამახასიათებელ ლექსიკას და ისტორიულ-ეთნოგრაფიული ყოფისთვის დამახასიათებელ პასაჟებს;
· იყენებს სხვადასხვა სტრატეგიას შესწავლითი კითხვის დროს უცნობი სიტყვის მნიშვნელობის გასაგებად (კონტექსტი, სიტყვათა აგებულების ცოდნა, ლექსიკონი);
·
ქართ. XI. 9. მოსწავლეს შეუძლია მხატვრული ნაწარმოების წერილობით გაანალიზება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
· ·
აანალიზებს პერსონაჟთა სახეებს, აჯგუფებს კონფლიქტთან მიმართებით და განსაზღვრავს მათს როლს სიუჟეტის განვითარებაში;
· მსჯელობს ავტორის პოზიციისა და იმის შესახებ, როგორ გამოიხატება ეს პოზიცია ნაწარმოებში;
· აანალიზებს ტექსტს მხატვრულ-გამომსახველობითი თვალსაზრისით (როგორ ქმნის ავტორი თხრობაში განწყობას, პერსონაჟთა სახეებს; რამდენად ეფექტურია ნაწარმოების სტილი და ენა;
|
წინასწარი ცოდნა
|
მთიელ ხალხთა ყოფა-ცხოვრება, ტრადიციები
|
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსი
|
მე-11 კლასის სახელმძღვანელო, დაფა, ცარცი, პრეზენტაცია, კომპიუტერი, პროექტორი, საძიებო სისტემა
(google), აუდიო სისტემა (mus.ge)
|
შეფასების საგანი და პროცედურები
|
მსჯელობა, წერითი სამუშაო, შინაარსის გააზრება, დაკვირვება მხატვრულ ენაზე, როგორც პოეტის ერთ-ერთ უმთავრეს იარაღზე
|
მსვლელობა
|
გამოწვევისფაზა: თემის ირგვლივ პოზიტიური განწყობის შექმნა, ყურადღების კონცენტრირება, ინტერესებისა და სწავლის მოტივაციის გაღვივება.
შინაარსისრეალიზებისფაზა: ტექსტი წინასწარ დაყოფილია რამდენიმე ნაწილად. წყვეტა მოხდება საკვანძო საკითხებთან, რადგან მოსწავლეებმა შემდეგ მონაკვეთში მოცემული სიუჟეტის შესახებ წინასწარი ვარაუდი გამოთქვან.
მასწავლებლის შესავალი საუბარი. მოკლე მიმოხილვა ნაწარმოების ავტორზე, წერის სტილზე და მის შექმნილ სხვა ნაწარმოებებზე. ვეხები პოემის მოქმედების ადგილსა და დროს. ამ დროს ვაჩვენებ კომპიუტერის საშუალებით საქართველოს მთიანი კუთხეების, კერძოდ, ხევსურეთის ხედებს (პრეზენტაცია)
ვახასიათებ თემურ წყობილებას. აღვნიშნავ, რომ ვაჟას თემი აინტერესება არა როგორც ისტირიულ- სოციალური ფორმაცია, არამედ როგორც გარკვეული საზოგადოება, რომელსაც აქვს თავისი ტრადიციები და კანონები.
მონაკვეთების წაკითხვისას მოსწავლეებს ვუსვამ სხვადასხვა დამხმარე კითხვებს. თითოეულ მონაკვეთებზე გადასვლამდე მოსწავლეებს ვთხოვ გამოთქვან წინასწარი ვარაუდები შემდგომში განვითარებულ მოვლენებზე და ვსვამ შემდეგი სახის კითხვებს: როგორ ფიქრობთ, რა მოხდება? როგორ განვითარდება მოვლენები? რა მინიშნება გაქვს საამისოდ? ტექსტიდან მოიყვანეთ არგუმენტები.
გაკვეთილის ბოლოს გაეცემა პასუხი კითხვას: არის თუ არა ჯოყოლა თემის პირის გამტეხი და მოღალატე, რატომ მოიქცა ჯოყოლა მაინცდამაინც ასე?დასკვნა ასე ჩამოყალიბდება: ჯოყოლას თემის ტრადიციებისათვის არ უღალატია, იგი თავის სტუმარს იცავდა სტუმართმოყვარეობის უძველესი ტრადიციის საფუძველზე. როდესაც ერთმანეთს შეეჯახა ორი ტრადიცია, მან დაიცვა სტუმართმოყვარეობა, უფრო ჰუმანური ადათი, ვინაიდან იგი უფრო ეხმიანება ჯოყოლას ადამიანურ ბუნებას.
რეფლექსია:ჩამოყალიბებული შეხედულებების გაზიარება, ცოდნის გაღრმავებისათვის საჭირო ახალი შეკითხვების ჩამოყალიბება
|
გაკვეთილის თემა
|
ვაჟა-ფშაველას პოემა „სტუმარ-მასპინძელი’’ (I-V
თავები)
|
საგანი
|
ქართული ლიტერატურა
|
მოსწავლეთა რაოდენობა
|
18 მოსწავლე
|
სწავლების საფეხური კლასი
|
საშუალო მე=11 კლასი
|
მნიშვნელობა და აქტუალობა
|
საზოგადოებისა და პიროვნების ურთიერთობის
საკითხი. პრობლემა აქტუალურია ნებისმიერ ეპოქაში.
საზოგადოებისა და პიროვნების ურთიერთობა მნიშვნელოვანი
რგოლია სახელმწიფოს ძლიერებისათვის
|
მიზნები და შედეგები
|
თხრობითი ტექსტის სიღრმისეულად დამუშავებისა
და გააზრების, კრიტიკული აზროვნების, კითხვის დასმის,
ვარაუდის გამოთქმისა და არგუმენტირებული მსჯელობის
უნარის განვითარება.
ქართ. XI. 1. მოსწავლეს შეუძლია საჯარო მოხსენების წარმოდგენა
(ზეპირი გამოსვლა) კონკრეტული აუდიტორიის წინაშე კონკრეტული მიზნით.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
· მკაფიოდ,
ცხადად და გასაგებად აყალიბებს განსახილველი საკითხის არსს, პრობლემის
განმსაზღვრელ ასპექტებს და საკუთარ მოსაზრებას;
· საკუთარი მოსაზრების
გასამყარებლად იყენებს ციტატებს მხატვრული ნაწარმოებებიდან, სამეცნიერო
ლიტერატურიდან, ლიტერატურული კრიტიკიდან და სხვადასხვა საინფორმაციო რესურსს
(ფაქტებს, ფრაგმენტებს ინტერვიუდან, სტატისტიკურ მონაცემებს, ბიბლიოთეკას,
ინტერნეტს, აუდიო და ვიზუალურ მასალას და ა. შ.), რითაც ხელს უწყობს მთავარი
იდეის გამოკვეთას;
ქართ. XI. 2. მოსწავლეს შეუძლია საჯარო გამოსვლების მოსმენა და
კრიტიკულად შეფასება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
· გამოაქვს
დასკვნა როგორც საკუთარი, ისე სხვების მსჯელობიდან და შენიშნავს
მსგავსება-განსხვავებას;
·
აანალიზებს ზეპირ
ტექსტში წარმოდგენილ დასკვნებს ტექსტის ძირითად ნაწილთან შესაბამისობის
თვალსაზრისით (მაგ., რამდენად ლოგიკური ჩანს დასკვნები მოხსენების ძირითად
ნაწილში მოყვანილი ფაქტების, მაგალითების, ციტატების, მოსაზრებების ფონზე).
ქართ. XI. 4. მოსწავლეს შეუძლია ზეპირი კომუნიკაციის სტრატეგიების
გამოყენება საჯარო გამოსვლის მომზადების დროს.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
· ძირითადი იდეისა თუ ინფორმაციის ანალიზისთვის
მოიპოვებს საჭირო მასალას სხვადასხვა საშუალების (მაგ., თვალის გადავლების,
ხელახალი წაკითხვის, ამონაწერების და შენიშვნების ამოკრების და სხვ.)
გამოყენებით;
·ქართ. XI. 8. მოსწავლეს შეუძლია კითხვის ეფექტური სტრატეგიების
არჩევა და გამოყენება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
· განსაზღვრავს
კითხვის მიზანს და იყენებს შესაბამის სტრატეგიებს: მოინიშნავს საკითხებს,
რომელთა დაზუსტებას, უკეთ გაცნობას ისურვებდა მომავალში, განიხილავს ეპოქის შესახებ
მისთვის ნაცნობ ინფორმაციას;
· მონიშნავს
ნაწარმოებში ეპოქისათვის დამახასიათებელ ლექსიკას და ისტორიულ-ეთნოგრაფიული
ყოფისთვის დამახასიათებელ პასაჟებს;
· იყენებს
სხვადასხვა სტრატეგიას შესწავლითი კითხვის დროს უცნობი სიტყვის
მნიშვნელობის გასაგებად (კონტექსტი, სიტყვათა აგებულების ცოდნა, ლექსიკონი);
·
ქართ. XI. 9. მოსწავლეს
შეუძლია მხატვრული ნაწარმოების წერილობით გაანალიზება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
· ·
აანალიზებს პერსონაჟთა სახეებს,
აჯგუფებს კონფლიქტთან მიმართებით და განსაზღვრავს მათს როლს სიუჟეტის
განვითარებაში;
· მსჯელობს
ავტორის პოზიციისა და იმის შესახებ, როგორ გამოიხატება ეს პოზიცია ნაწარმოებში;
· აანალიზებს
ტექსტს მხატვრულ-გამომსახველობითი თვალსაზრისით (როგორ ქმნის ავტორი თხრობაში
განწყობას, პერსონაჟთა სახეებს; რამდენად ეფექტურია ნაწარმოების სტილი და ენა;
|
წინასწარი ცოდნა
|
მთიელ ხალხთა ყოფა-ცხოვრება,
ტრადიციები
|
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსი
|
მე-11 კლასის სახელმძღვანელო, დაფა, ცარცი, პრეზენტაცია,
კომპიუტერი, პროექტორი, საძიებო სისტემა (google), აუდიო
სისტემა (mus.ge)
|
შეფასების საგანი და პროცედურები
|
მსჯელობა, წერითი სამუშაო, შინაარსის
გააზრება, დაკვირვება მხატვრულ ენაზე, როგორც პოეტის
ერთ-ერთ უმთავრეს იარაღზე
|
მსვლელობა
|
გამოწვევისფაზა: თემის ირგვლივ პოზიტიური განწყობის შექმნა,
ყურადღების კონცენტრირება, ინტერესებისა და სწავლის მოტივაციის გაღვივება.
შინაარსისრეალიზებისფაზა: ტექსტი წინასწარ დაყოფილია
რამდენიმე ნაწილად. წყვეტა მოხდება საკვანძო
საკითხებთან, რადგან მოსწავლეებმა შემდეგ მონაკვეთში
მოცემული სიუჟეტის შესახებ წინასწარი ვარაუდი
გამოთქვან.
მასწავლებლის შესავალი საუბარი. მოკლე
მიმოხილვა ნაწარმოების ავტორზე, წერის სტილზე
და მის შექმნილ სხვა ნაწარმოებებზე.
ვეხები პოემის მოქმედების ადგილსა და
დროს. ამ დროს ვაჩვენებ კომპიუტერის საშუალებით
საქართველოს მთიანი კუთხეების, კერძოდ,
ხევსურეთის ხედებს (პრეზენტაცია)
ვახასიათებ თემურ წყობილებას. აღვნიშნავ,
რომ ვაჟას თემი აინტერესება არა როგორც ისტირიულ-
სოციალური ფორმაცია, არამედ როგორც გარკვეული საზოგადოება,
რომელსაც აქვს თავისი ტრადიციები და კანონები.
მონაკვეთების წაკითხვისას მოსწავლეებს ვუსვამ
სხვადასხვა დამხმარე კითხვებს. თითოეულ
მონაკვეთებზე გადასვლამდე მოსწავლეებს ვთხოვ
გამოთქვან წინასწარი ვარაუდები შემდგომში
განვითარებულ მოვლენებზე და ვსვამ შემდეგი სახის
კითხვებს: როგორ ფიქრობთ, რა მოხდება? როგორ
განვითარდება მოვლენები? რა მინიშნება გაქვს
საამისოდ? ტექსტიდან მოიყვანეთ არგუმენტები.
გაკვეთილის ბოლოს გაეცემა პასუხი კითხვას:
არის თუ არა ჯოყოლა თემის პირის გამტეხი და
მოღალატე, რატომ მოიქცა ჯოყოლა
მაინცდამაინც ასე?დასკვნა ასე ჩამოყალიბდება:
ჯოყოლას თემის ტრადიციებისათვის არ უღალატია, იგი
თავის სტუმარს იცავდა სტუმართმოყვარეობის
უძველესი ტრადიციის საფუძველზე. როდესაც
ერთმანეთს შეეჯახა ორი ტრადიცია, მან
დაიცვა სტუმართმოყვარეობა, უფრო ჰუმანური ადათი,
ვინაიდან იგი უფრო ეხმიანება ჯოყოლას ადამიანურ
ბუნებას.
რეფლექსია:ჩამოყალიბებული შეხედულებების
გაზიარება, ცოდნის გაღრმავებისათვის საჭირო ახალი შეკითხვების
ჩამოყალიბება
|
Подписаться на:
Сообщения (Atom)